რეაბილიტაცია
ადრეული ინტერვენცია
ბავშვის განვითარების ხელშეწყობის მიზანმიმართულ და კოორდინირებულ ღონისძიებათა სისტემა, რომელიც ეხმარება ოჯახებს ბავშვის ადრეულ კრიტიკულ წლებში.
ინტერვენციის სამიზნეა როგორც ბავშვი, ასევე მისი ოჯახი. სპეციალისტებსა და მშობლებს შორის დაწყებული პარტნიორული ურთიერთობა განსაკუთრებული მნიშვნელობისაა ბავშვის, ოჯახის და მთელი საზოგადოებისთვის.
ოჯახზე კონცენტრირებული ადრეული ინტერვენციის სერვისი:
- აუმჯობესებს ბავშვის განვითარებას, სოციალურ და აკადემიურ მიღწევებს
- ამცირებს სპეციალური განათლების, რეაბილიტაციის და ჯანდაცვის ხარჯებს
- ამცირებს ოჯახის წევრთა სტრესს, იზოლირებისა და იმედგაცრუების შეგრძნებას
- ოჯახის ძლიერი მხარეების გამოაშკარავება ხელს უწყობს დადებითი ჩვევების განმტკიცებას
- შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს საშუალებას აძლევთ იქცნენ პროდუქტიულ და დამოუკიდებელ პიროვნებებად რაც უფრო დროულად ხდება შესაძლებლობების შეზღუდვის აღმოჩენა და ოჯახის მხარდამჭერი ინტერვენცია, მით უფრო წარმატებულია შედეგი.
აკადემიური უნარების თერაპია
აკადემიური უნარების თერაპია განკუთვნილია ბავშვებისა და მოზარდებისთვის 5 წლიდან ზემოთ. აკადემიური უნარების თერაპია მუშაობს სკოლამდელი ასაკის ბავშვებთან სასკოლო მზაობის განვითარებაზეხოლო სკოლის ასაკის ბავშვებთან დასწავლის სხვადასხვა ტიპის სირთულეების დასაძლევად. როგორი ტიპის ბავშვებთან მუშაობს აკადემიური უნარების სპეციალისტი? თერაპევტი მუშაობს როგორც განვითარების სხვადასხვა დარღვევების მქონე ბავშვებთანასევე ტიპური განვითარების ბავშვებთან და მიმართულია დასწავლის უნარების გამომუშავებასა და სწავლის პროცესში დამოუკიდებლობის ხარისხის ზრდაზე.თერაპიის პროცესში სპეციალისტი მუშაობს წინა აკადემიურ და ბაზისურ აკადემიურ უნარებზე, როგორიცაა კითხვა/წაკითხულის გაგება
- წერა
- თხრობა
- არითმეტიკული უნარები.
- ასევე, სწავლის პროცესის ხელშემწყობ უნარებზე:
- დროის მენეჯმენტი,
- მოტივაცია,
- კრიტიკული აზროვნება,
- რესურსების ორგანიზება,
- ჯგუფში მუშაობის უნარები.
აკადემიური თერაპია შეიძლება მიმდინარეობდეს ინდივიდუალურად და/ან ჯგუფურად, საჭიროების მიხედვით.
აუტისტური სპექტრის აშლილობა-თერაპია
აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვები შეიძლება:
- არ გამოხატავდნენ ინტერესს გარშემომყოფი საგნებისა და ადამიანებისადმი (მაგ., არ აქცევდნენ ყურადღებას მშობლების მოსვლა – წასვლას, სათამაშოებს)
- არ აქცევდნენ ყურადღებას, როდესაც სხვა ადამიანი ეძახის ან რაიმეზე მიანიშნებს (მაგ., სახელის დაძახებაზე არ რეაგირებდნენ, არ ასრულებდნენ მარტივ მითითებებს)
- უჭირთ თანატოლებთან, უფროსებთან ურთიერთობის დამყარება (მაგ., იწყებდნენ ტირილს, ან თავს არიდებდნენ)
- თავს არიდებდნენ მზერით კონტაქტს და მარტო დარჩენას ანიჭებდნენ უპირატესობას
- უჭირდეთ სხვა ადამიანების ემოციების გაგება ან საკუთარი ემოციების შესახებ ლაპარაკი (მაგ., ვერ ხვდებოდნენ დედის დადებით ან უარყოფით ემოციას)
- არ აძლევდნენ მშობლებს, სხვებს მოფერების, ჩახუტების საშუალებას ან ეხუტებოდნენ მხოლოდ თავისი სურვილით
- არ აქცევდნენ სხვების ლაპარაკს ყურადღებას (თითქოს არ ესმით), მაგრამ სხვა ხმებზე რეაგირებდნენ
- უჭირდეთ საკუთარი მოთხოვნილებების გამოხატვა ტიპური სიტყვების ან მოძრაობების საშუალებით (არ მიანიშნებდნენ, რომ შიათ, წყურიათ, შესცივდათ ან სტკივათ)
- საერთოდ არ ლაპარაკობდნენ, ან იმეორებდნენ სხვის ფრაზებსა და სიტყვებს ექოსავით შინაარსის გათალისწინების გარეშე
- არ თამაშობდნენ „ვითომ“ თამაშებს (მაგ., ვითომ თოჯინას „აჭმევ“) და სათამაშოებით უჩვეულოდ თამაშობდნენ (მაგ., მანქანების მწკრივში დაწყობა, ტრიალი)
- იმეორებდნენ და იმეორებდნენ ერთი და იგივე ქცევას
- უჭირდეთ ჩვეული განრიგის ცვლილებასთან შეჩვევა (მაგ., ყოველთვის ერთი და იგივე გზით ითხოვდნენ სახლში დაბრუნებას)
- აქვთ უჩვეულო რეაქცია გარკვეული სუნების, გემოს, შეხებისა და ხმისადმი (მაგ., ჭამდნენ მხოლოდ ერთი სახეობის საკვებს, იცმევდნენ მხოლოდ ერთი ფაქტურის ტანსაცმელს და ა.შ.)
- დაკარგონ უნარები, რომლებიც უკვე ჰქონდათ (მაგ., შეწყვიტონ იმ სიტყვების თქმა, რასაც უკვე იყენებდნენ).
3 წლის ასაკამდე დაწყებული ინტენსიური თერაპიული მუშაობის შედეგად აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვთა უმრავლესობას აღენიშნება მნიშვნელოვანი წინსვლა განვითარებაში.
ენისა და მეტყველების თერაპია
ენა ადამიანს ეხმარება გამოხატოს საკუთარი აზრი. მეტყველება გულისხმობს ადამიანის უნარს, ერთის მხრივ, გამოხატოს საკუთარი ფიქრები და მეორეს მხრივ, მოისმინოს და აღიქვას სხვისი საუბარი. ამ კრიტერიუმების მიხედვით მეტყველებას ყოფენ რეცეპტულ მეტყველებად (რა ესმის) და ექსპრესიულ (რისი თქმა შეუძლია) მეტყველებად.
ენისა და მეტყველების თერაპია დამოკიდებულია დარღვევის სპეციფიკაზე და მის სირთულეზე. ასევე, ბავშვის მზაობაზე, ოჯახის ჩართულობაზე, ბავშვის კომუნიკაციის უნარზე. მაშინ როდესაც ბგერების გამოსწორება ზოგ ბავშვთან შეიძლება ერთი თვეშიც დასრულდეს, ზოგიერთი თერაპია თვეები ან წლებიც გრძელდება.
აბილიტაციის თერაპია
რა არის აბილიტაცია?
- აბილიტაცია არის მიზანმიმართული თერაპიული პროცესი, რომელიც ეხმარება იმ ბავშვებს, რომლებსაც განვითარების თანდაყოლილი შეფერხება ან სირთულე აქვთ — ანუ არ ჰქონიათ გარკვეული უნარ-ჩვევები და ამ უნარ-ჩვევებს უნდა დაეუფლონ თავიდანვე.
რას გულისხმობს რეაბილიტაცია აბილიტაციის პროგრამის ფარგლები
- პროგრამა მოიცავს მრავალპროფილურ მიდგომას, რომელიც მიზნად ისახავს ბავშვის უნარების განვითარებას სხვადასხვა მიმართულებით.
სენსონური თერაპია
(სენსორული თერაპია) -გამოიყენება სენსორული ინტეგრაციის დისფუნქციის, განვითარების ან ქცევის დარღვევების მქონე ბავშვებისა და მოზარდებისთვის. თერაპიულ პროცესში გამოიყენება სპეციალური მოწყობილობები და აქტივობების სხვადასხვა ჯგუფი, რომლის საშუალებითაც უმჯობესთება სენსორული სისტემის ფუნქცია.
სენსორული თერაპია გამოიყენება შეგრძნებების გადამუშავების სირთულის მქონე ბავშვებთან, სენსორული სისტემის ფუნქციების გაუმჯობესების მიზნით. გამოყოფენ ვესტიბულურ, სმენის, ტაქტილურ და ვიზუალურ სტიმულებს.
ჯგუფური თერაპია
ჯგუფური მუშაობა ხელს უწყობს ბავშვის სოციალური, კომუნიკაციური, ემოციური და კოგნიტური უნარების განვითარებას, როგორიცაა:
- თანატოლებთან ურთიერთობა და მეგობრობის უნარის განვითარება;
- თამაშის პროცესში რიგის დაცვა;
- სათამაშოების და ნივთების გაზიარება;
- დალოდება;
- სოციალური წესების დაცვა;
- ინიციატივის გამოჩენა;
- საკუთარი და სხვისი ემოციების ამოცნობა;
- საკუთარი ემოციების სოციალურად მისაღები ფორმით გამოხატვა, სხვისი ემოციების გათვალისწინება და სხვა.
სოციალური ურთიერთობები სწავლისა და განვითარების საფუძველია. პოზიტიური ურთიერთობების არსებობა, თანატოლებთან და უფროსებთან ემოციების გაზიარება და კომუნიკაციური ჩვევების ჩამოყალიბება ბავშვის ფსიქიკური კეთილდღეობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. ბავშვები სწავლობენ და ვითარდებიან ზრდასრულებთან და სხვა ბავშვებთან ურთიერთობის პროცესში. საკუთარ ემოციებს, დამოკიდებულებებს, ინტერესებს და მისწრაფებებს ისინი ურთიერთობის დროს გამოხატავენ. პოზიტიური ურთიერთობა ხელს უწყობს ბავშვის სხვადასხვა ჯგუფებთან, სოციუმთან მიკუთვნებულობის განცდის ჩამოყალიბებას. სხვებთან ურთიერთობების გამოცდილება საფუძველს უყრის მომავალში მისი, როგორც პიროვნების ჩამოყალიბებას, რეალიზებას და ადაპტაციას საზოგადოებაში.
ამავე დროს, ჯგუფური მუშაობა ეხმარება ბავშვსა და ოჯახს, ბაღისა და სკოლის გარემოში ტრანზიციის პროცესში.
ხედვა ზრუნვა მხარდაჭერა
„ერთად ვზრუნავთ ბავშვების კეთილდღეობასა და ბედნიერებაზე“
