სპეციალიზირებული ცენტრები
ანტისოციალური და რთული ქცევის მოზარდების დღის ცენტრი
ნტისოციალური და რთული ქცევის მქონე მოზარდების დღის ცენტრი (8 დან 18 წ-მდე)
მომსახურების ღონისძიებებში შედის:
- კვირაში 3-ჯერ (შაბათ-კვირისა და უქმე დღეების გარდა), 3 საათიანი მომსახურება;
- სასიცოცხლო და სახელობო-პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობა;
- სოციალური უნარების გაძლიერებაში მხარდაჭერა;
- არასრულწლოვნისა და ოჯახის ბიო-ფსიქო-სოციალურ-ეკონომიკურ შეფასება;
- არასრულწლოვნის მაკრო და მიკრო სოციალური გარემოს ანალიზი, ინტერვენცია, სოციალურ-საგანმანათლებლო მხარდაჭერა და ზრუნვა;
- ფსიქოლოგიურ მხარდაჭერასა და ზრუნვის საჭიროებებზე ორიენტირებული კონსულტაციები;
- შემოქმედებით საქმიანობასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში მხარდაჭერა;
- არასრულწლოვნის ქცევითი დარღვევების შეფასება და მართვა;
- სოციალური პედაგოგის, ფსიქოკონსულტანტის ან ფსიქოთერაპევტის მომსახურება;
- სხვადასხვა სახის ხელოვნებითი და/ან შრომითი თერაპია;
- საჭიროების შესაბამისად მოწვეული სპეციალისტების (ფსიქიატრი, ნარკოლოგი, სექსოლოგი და სხვა) მომსახურება;
- ფსიქოლოგის კონსულტირება.
ბინაზე მოვლა
ბინაზე მოვლის პროგრამა განკუთვნილია მძიმე და ღრმა ფიზიკური და ინტელექტუალური შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის (7 დან 18 წ.მდე), რომლებიც მძიმე და მწვავე სამედიცინო საჭიროებების გამო ვერ გადიან სახლიდან გარეთ და საჭიროებენ სხვა პირის მუდმივ დახმარებას. პროგრამა შეიქმნა ბავშვებისთვის, რომლებიც იზოლირებულები არიან საზოგადოებისგან, ვერ ფლობენ თვითმოვლისა და დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის საჭირო ბაზისურ უნარებს, ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციის უნარების შეფერხების გამო, მშობლები და ოჯახის წევრები ვერ ამყარებენ კომუნიკაციას ბავშვებთან, რის გამოც ხშირ შემთხვევაში ბავშვების საჭიროებების იდენტიფიცირებაც შეუძლებელია.
ბინაზე მოვლის პროგრამა მოიცავს სხვადასხვა სპეციალისტის (ფსიქოლოგი, ოკუპაციური თერაპევტი, განვითარების სპეციალისტი, მეტყველების თერაპევტი და პედიატრი) და სპეციალიზებული მომვლელის ჩართულობას და წარმოადგენს მომსახურებას, რომელიც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს მათ სასიცოცხლო უნარებს და ფუნქციებს, კომუნიკაციასა და სოციალურ ინტეგრაციას. ბინაზე მოვლის დროული მიწოდების შედეგად შესაძლოა მოხდეს ბავშვების გარკვეული ნაწილის ჩართვა ინკლუზიურ განათლებაში.
ხედვა ზრუნვა მხარდაჭერა
„ერთად ვზრუნავთ ბავშვების კეთილდღეობასა და ბედნიერებაზე“
